უამინდობის გამო, ვერტმფრენი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სვანეთში გაემგზავრა, ზუგდიდში დაჯდა

უამინდობის გამო, ვერტმფრენი, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სვანეთში გაემგზავრა, ზუგდიდში დაჯდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ზუგდიდიდან პრემიერი ჭუბერისკენ გზას მანქანით განაგრძობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში დილით გაემგზავრა. მამუკა ბახტაძე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. პრემიერთან ერთად ადგილზე გაემგზავრნენ რეგიონული განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრები - მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი.

ჭუბერში ჩასვლის მიზნით პრემიერმა დილით დაგეგმილი მთავრობის სხდომა გადადო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო