სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საღამოდან საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში დღეს, საღამოდან კვლავ ნალექს ვარაუდობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, კავკასიონის ქედის დასავლეთ ნაწილში, დღეს მთელი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი იქნება. მისივე ინფორმაციით, ძლიერი ნალექია მოსალოდნელი აფხაზეთში, რის გამოც გამორიცხული არ არის მდინარეებში წყლის დონემ მოიმატოს.

„კავკასიონის ქედის დასავლეთ ნაწილში, დღეს მთელი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 16:00 საათის შემდეგ იწვიმებს, განსაკუთრებით სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიაზე ნალექის რაოდენობა მოიმატებს. ამჟამად აფხაზეთში ძლიერი წვიმაა. მდინარეები, რომლებიც სათავეს აფხაზეთში იღებენ, შესაძლოა, ამ მდინარეებში წყლის ნაკადმა მოიმატოს. საღამოს საათებში მთელ კავკასიონის ქედზე მოსალოდნელია ნალექი“, - განაცხადა დოდო გვავამ.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში მოსალოდნელია წვიმა.

„დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექით. დროგამოშვებით გაძლიერდება ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 22-27 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 34-35 გრადუსი.

თბილისში დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა