გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - მყინვარის დნობამ გამოიწვია მდინარის დონის მნიშვნელოვანი მომატება, ღვარცოფული და მეწყრული პროცესები

მყინვარის დნობამ გამოიწვია მდინარის დონის მნიშვნელოვანი მომატება, ღვარცოფული და მეწყრული პროცესები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განუცხადა.

სვანეთში დღის მეორე ნახევრიდან კვლავ ნალექია მოსალოდნელი. ნინო თანდილაშვილი აღნიშნავს, რომ უწყების შესაბამისი სამსახურები ადგილზე რჩებიან.

„ადგილი ჰქონდა მყინვარის დნობას, რამაც გამოიწვია მდინარის დონის მნიშვნელოვანი მომატება, ღვარცოფული და მეწყრული პროცესები, როგორც მდინარე ნენსკრაზე, ასევე მის ყველა შენაკადზე. დღის მეორე ნახევარში ველოდებით ნალექს, თუმცა არა იმ ოდენობით, რაც გუშინ იყო. ისეთი მასშტაბებით სტიქიის განმეორებას არ ველოდებით, თუმცა მდინარის დონე კვლავ მომატებულია. ჩვენ ვრჩებით ადგილზე“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა