გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში იმყოფება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, საველე კვლევების შედეგად სპეციალისტები განმარტავენ, რომ მყინვარის ინტენსიურ დნობას თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექი, რამაც გამოიწვია მდინარე ნენსკრას აუზში წყლის დონის მკვეთრი მატება, რის შედეგადაც ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას, ხეობაში არსებულ ფერდობებზე მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურებას და ღვარცოფულ მოვლენებს.

„მდინარის დონემ გუშინდელთან შედარებით მკვეთრად დაიწია. სპეციალისტები პროცესების გაუარესებას აღარ პროგნოზირებენ. სინოპტიკოსების ინფორმაციით დღის მეორე ნახევარში რეგიონში მოსალოდნელია ნალექი, თუმცა არა ისეთი როგორიც იყო გუშინ. გამომდინარე აქედან, ასეთი მასშტაბების პროცესებს აღარ ველოდებით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისივე თქმით, სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ადგილზე აგრძელებს საველე კვლევებს, ხოლო დამატებითი ინფორმაცია უმოკლეს ვადებში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა