ჭუბერის თემის სოფელ ლეკელმახეს მცხოვრები - მდინარის მეორე მხარეს დარჩენილები ვითხოვთ დახმარებას, წყალმა ჩვენსკენ გადმოინაცვლა და ჩემი სახლიდან ექვს მეტრშია

ჭუბერის თემის ერთ-ერთი სოფლის, ლეკელმახეს მოსახლეობა შველას ითხოვს. სოფლის მკვიდრის, ნინი ჩხეტიანის ინფორმაციით, ადიდებული მდინარე „წუთი-წუთზე მათ სახლს წაიღებს“. ჩხეტიანის თქმით, ასევე საფრთხეშია კიდევ ოთხი საცხოვრებელი სახლი.

„მე როგორც ვიცი, ოთხ ოჯახს უქმნის საფრთხეს ადიდებული მდინარე. წუხელ სტიქია მეორე მხარეს მძვინვარებდა, ახლა ჩვენს მხარეს გადმოინაცვლა. გახიზნულები ვიყავით, დილით ჩამოვედით და წუთი-წუთზე შეიძლება, ჩემი სახლი წაიღოს. მთელი სოფელი აქაა, ერთმანეთს ვეხმარებით. გვჭირდება დახმარება, მაგრამ ჩვენ გარესამყაროს ვართ მოწყვეტილი, რომც უნდოდეთ ჩვენთან მოსვლა, აქეთ ვერ გადმოვლენ. ჩვენ ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს, რომლებიც შედარებით უსაფრთხო ადგილას წავიყვანეთ. საშინელი ვითარებაა. მდინარე კალაპოტს ხშირად იცვლის. ჩვენი მიწის ნაკვეთი, საქონელი, ფრინველი, ყველაფერი წაღებულია. წაიღო ორსართულიანი საოჯახო სასტუმრო. მდინარე ჩვენი სახლიდან, ექვსიოდე ნაბიჯშია. მხოლოდ ფეხსაცმელები ავიღეთ და რაღაც საჭირო ნივთები. სხვას არაფერს ვჩივი, მთავარია ადამიანური მსხვერპლი არ იყოს“, - თქვა ნინო ჩხეტიანმა.

ჩხეტიანების დასახმარებლად სოფლის მოსახლეობა და მეზობლები იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, ისინი ამ წუთებში ცდილობენ, მდინარემ სახლის მასალა არ წაიღოს, რათა წყლის დაგუბება არ გამოიწვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო