გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჭუბერის ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა

ამ დროისათვის, ჭუბერის ცენტრალური გზა გაწმენდილია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილი გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს მდინარე ნენსკრას კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა თავიდან იქნას აცილებული გზის ხელახალი დატბორვა.

“საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მისი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდით სამუშაოებს.

ამ დროისათვის, ჭუბერის ცენტრალური გზა გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის განვლადია. მიმდინარეობს მდინარე ნენსკრას კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა თავიდან ავიცილოთ გზის ხელახალი დატბორვა.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები დროებითი ხიდების განსათავსებლად. ადგილზე მობილიზებულია 10-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა და დეპარტამენტის სპეციალისტები სტიქიისა და ნაპირდაცვის მიმართულებით“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა