საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ლეკელმახეში 20 მაშველი მუშაობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ლეკელმახეში 20 მაშველი მუშაობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ასე გამოეხმაურნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

“აბსოლუტურად კონტროლდება სოფელი. აღნიშნულ ლოკაციაზე არის 20 მაშველი და საფრთხე არავის ემუქრება“, - აცხადებენ უწყებაში.

ჭუბერის თემის ერთ-ერთი სოფლის, ლეკელმახეს მკვიდრის, ნინი ჩხეტიანის ინფორმაციით, ადიდებული მდინარე “წუთი-წუთზე მათ სახლს წაიღებს“. ჩხეტიანის თქმით, ასევე საფრთხეშია კიდევ ოთხი საცხოვრებელი სახლი.

„მე როგორც ვიცი, ოთხი ოჯახს უქმნის საფრთხეს ადიდებული მდინარე. წუხელ სტიქია მეორე მხარეს მძვინვარებდა, ახლა ჩვენს მხარეს გადმოინაცვლა. გახიზნულები ვიყავით, დილით ჩამოვედით და წუთი-წუთზე შეიძლება, ჩემი სახლი წაიღოს. მთელი სოფელი აქაა, ერთმანეთს ვეხმარებით. გვჭირდება დახმარება, მაგრამ ჩვენ გარესამყაროს ვართ მოწყვეტილი, რომც უნდოდეთ ჩვენთან მოსვლა, აქეთ ვერ გადმოვლენ. ჩვენ ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს, რომლებიც შედარებით უსაფრთხო ადგილას წავიყვანეთ. საშინელი ვითარებაა. მდინარე კალაპოტს ხშირად იცვლის. ჩვენი მიწის ნაკვეთი, საქონელი, ფრინველი, ყველაფერი წაღებულია. წაიღო ორსართულიანი საოჯახო სასტუმრო. მდინარე ჩვენი სახლიდან, ექვსიოდე ნაბიჯშია. მხოლოდ ფეხსაცმელები ავიღეთ და რაღაც საჭირო ნივთები. სხვას არაფერს ვჩივი, მთავარია ადამიანური მსხვერპლი არ იყოს“, - თქვა ნინო ჩხეტიანმა.

ჩხეტიანების დასახმარებლად სოფლის მოსახლეობა და მეზობლები იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, ისინი ამ წუთებში ცდილობენ, მდინარემ სახლის მასალა არ წაიღოს, რათა წყლის დაგუბება არ გამოიწვიოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა