იზმირისა და სტამბოლის პროკურატურამ 346 პირის დაკავების ორდერი გასცა

იზმირისა და სტამბოლის პროკურატურამ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის გამო, 346 პირის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. მისივე ინფორმაციით, დასაკავებელ პირებს შორის ყოფილი და მოქმედი სამხედროები არიან.

271 პირის დაკავების ორდერი სტამბოლის პროკურატურამ გასცა. მათ შორის არის 122 მოქმედი სამხედრო, 120 კურსანტი, 29 დათხოვილი სამხედრო.

ოპერაცია თურქეთის 47 პროვინციაში ტარდება.

იზმირის პროკურატურის მიერ სანქცირებული ოპერაცია 30 პროვინციაში ტარდება. იზმირის პროკურატურამ 75 პირის დაკავების ორდერი გასცა, მათ შორის 59 მოქმედი სამხედროა.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა მეამბოხეთა ჯგუფმა 2016 წლის 16 ივლისის ღამეს სცადა. ძირითადი დაპირისპირება ანკარასა და სტამბოლში მიმდინარეობდა. დაიღუპა 240-ზე მეტი და დაიჭრა 2 000-ზე მეტი ადამიანი. ოფიციალურმა ანკარამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ოპოზიციონერი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. აშშ-ში მცხოვრებმა გიულენმა კი გადატრიალების მცდელობა დაგმო და ყველა ბრალდება უარყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა