გრიგორი კარასინი - თბილისის აეროპორტში მომწამლავი ნივთიერების დაღვრის ფაქტს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვსწავლობთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, თბილისის აეროპორტში მომწამლავი ნივთიერების დაღვრასთან დაკავშირებულ ინციდენტს სწავლობს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექცია მუდმივ კონტაქტშია შვეიცარიის ელჩთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა გავარკვიოთ ყველა დეტალი იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც 2 ივლისს თბილისის აეროპორტში მოხდა“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

როგორც ცნობილია, 2 ივლისს თბილისის აეროპორტში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სითხე დაღვარეს, რის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა