აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნეს-სექტორს საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნეს-სექტორს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარუდგენს. ღონისძიება, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გახსნეს.

ჟურნალისტებთან ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ.

"აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაერთიანებულია ბიზნესმენები და ისინი ვინც ბიზნესში ჩართვას აპირებენ. დაიგეგმება ახალი გეგმები, რა უნდა გააკეთოს მომავალში პალატამ. მისი წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ამ პალატის სახელით რაც შეიძლება მეტი გაიტანონ მსოფლიო მასშტაბით. კერძოდ, მათ ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან აქვთ ურთიერთობა, რათა აჩვენონ, მეორე აფხაზეთი, რომელიც გამოდევნილია აფხაზეთიდან, მაგრამ დგას ფეხზე და სრული ცხოვრებით ცხოვრობს", განაცხადა გია გვაზავამ.

ამასთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ანგარიშის წარდგენის ფარგლებში გაიმართება პალატის სამომავლო გეგმების პრეზენტაციაც. წარადგენენ იმ დაგეგმილ აქტივობებს, რომლებიც სამთავრობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში იგეგმება. ასევე პრეზენტაციის ნაწილში, წარადგენენ დევნილებში ბიზნეს-სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კანონის შესაბამისად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო

პალატის შემადგენელი ნაწილია. აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაწევრიანებულები არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებული ის პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.

ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრება გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა