სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სასმელი წყალი დაურიგეს

მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სასმელი წყალი დაურიგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს.

„წყლის სისტემის დაზიანების გამო, დაზარალებულ ოჯახებს ამ დრომდე არ მიეწოდებათ სასმელი წყალი, რის გამოც ჩვენ ვუზრუნველყავით, მათი სასმელი წყლით მომარაგება, როგორც ჩვენ, ასევე სოფლის რწმუნებული მუდმივ კონტაქტზე ვართ ადგილობრივებთან და საჭირების შემთხვევაში მზად ვართ, ისინი საკვები პროდუქტებითაც მოვამარაგოთ. თუმცა ამ დროისთვის ამის საჭიროება არ ყოფილა“, - განაცხადა მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაურ ჩართოლანმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჭუბერის ცენტრალური გზა გაწმენდილია, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მიმდინარეობს მდინარე ნესკრას კალაპოტის გამაგრებითი და დროებითი ხიდების განსათავსებლად საპროექტო სამუშაოები.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების, სასმელი წყლის მილების და საავტომობილო გზების დაზიანება.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ინტენსიურად გრძელდება აღდგენითი სამუშაოები. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს