მამუკა ბახტაძე ჭუბერის სტიქიაზე - ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტყის უსისტემო ჭრამ და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხს აუცილებლად მივხედავთ

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, ჭუბერში შექმნილ ვითარებას ხელი ტყის უსისტემო ჭრამაც მნიშვნელოვნად შეუწყო. სტიქიის მიზეზებზე პრემიერმა ჟურნალისტებთან ჭუბერში ისაუბრა, სადაც ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

„პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ.

ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება. ესაა ჩემი პასუხი. მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს, გამოიწვია უხვი ნალექსის მოსვლამ. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ გვქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც საქართველოში გვაქვს ორი და უნდა გაკეთდეს ყველგან“, - განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეიძლება მესტიაში ჰესის მშენებლობის საკითხი გადაიხედოს, პრემიერმა აღნიშნა: „დასკვნა როდესაც დაიდება, თუ რას უკავშირდება მომხდარი, ამისდა მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო