ანატოლი ბიბილოვი - დარწმუნებული ვარ, რომ ლათინურ ამერიკაში აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი ლათინურ ამერიკაში თავისი პოზიციების წინ წაწევაში წარმატების მიღწევას გეგმავს.

ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა ბრაზილიაში დე ფაქტო საგარეო უწყების წარმომადგენელ ანდრეი თიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა.

„გადადგმული ნაბიჯები და დასახული მიზნები საბოლოოდ კარგ შედეგებს მოგვცემს. ლათინურ ამერიკაში მუშაობის ფრონტი დიდია. მკაფიოდ უნდა გავყვეთ არსებულ საგარეო პოლიტიკის კურსს. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ბრაზილიაში დე ფაქტო საგარეო უწყების წარმომადგენელმა ანდრეი თიბილოვმა აღნიშნა, რომ „ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ლათინურ ამერიკაში უფრო მეტი გაიგონ სამხრეთ ოსეთზე“.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილია არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას და "სამხრეთ ოსეთის" წარმომადგენლობას ბრაზილიაში ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა