მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი წარმატებულ მარნეულელ სპორტსმენს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე მარნეულელ წარმატებულ სპორტსმენს, ლუკა კაპანაძეს შეხვდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში კადეტთა შორის მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრას ეწრებოდნენ მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამირან გიორგაძე, მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი იაგო ნავერიანი, მერიის თანამშრომლები და მწვრთნელები.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლუკას მიღწეული შედეგი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„აღნიშნული ჩემპიონატი ძიუდოში 2018 წლის 28 ივნისიდან - 1-ელ ივლისამდე, ბოსნია-ჰერცოგოვინაში ჭაბუკ სპორტსმენთა შორის მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდი. ორი სპორტსმენი, ბექა წიფიანი და ლუკა კაპანაძე ჩემპიონატზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლას წარმოადგენდნენ. ლუკა კაპანაძე, რომელიც 66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ავსტრიელ ძიუდოისტს, სამუელ გასნერს დაუპირისპირდა. მარნეულელმა სპორტსმენმა მოწინააღმდეგე დიდი უპირატესობით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანის სტატუსი მოიპოვა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა