მაია ცქიტიშვილი- ამ ეტაპზე არ გვყავს მოსახლეობა, რომელიც სრულიად არის მოწყვეტილი გარესამყაროს

ამ ეტაპზე გადაადგილების პრობლემა არ იქმნება და არ გვყავს მოსახლეობა, რომელიც სრულიად არის მოწყვეტილი გარესამყაროს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სოფელ ჭუბერში არსებული ვითარების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სპეციალისტები ცდილობენ მდინარე ნენსკრაზე ხიდის კონსტრუქციის დასადგმელად შესაბამისი ადგილი იპოვონ.

მინისტრის ინფორმაციით, სამინისტროს სპეციალისტები, მეგზევეები, უწყების ხელმძღვანელები ადგილზე გუშინდელი დღიდან იმყოფებიან.

“გუშინვე დავათვალიერთ და მივიღეთ ზომები, რომ შეგვენარჩუნებინა გზის ის ნაწილები, რომლებსაც ემუქრებოდა კიდევ უფრო გამორეცხვის საფრთხე. დღეს მოვახერხეთ, რომ გადაგვერჩინა ერთი მონაკვეთი, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა. წაღებულია 6 ხიდი, თუმცა ამ ეტაპზე ხიდების აღდგენის სამუშაოებს ჩვენ ვერ ვიწყებთ, პროექტირება უკვე მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს დროებითი ხიდის კონსტრუქცია, რომლისთვისაც ადგილის შერჩევა მიმდინარეობს. ვხედავთ, რომ ძალიან განიერი კალაპოტია და მარტივი არ არის ხიდის კონსტრუქციის დამონტაჟება ისე, რომ მასაც წაღების საფრთხე არ დაემუქროს. ამ ეტაპზე ხიდების პრობლემა არ გვაქვს, ანუ გადაადგილების პრობლემა არ იქმნება, ასევე არ გვყავს მოსახლეობა, რომელიც სრულიად არის მოწყვეტილი გარესამყაროს. ევაკუირებული მოსახლეობის სახლებიდან მიმდინარეობს მათი ნივთების გამოტანა. ამ ეტაპზე, პირველ რიგში, ჩვენ ვაკეთებთ პრევენციას, რათა არ დავკარგოთ გზის მონაკვეთები, რომლებიც შემდეგ პრობლემას შეგვიქმნის და მოგვიანებით უკვე რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ტექნიკის პრობლემა არ გვაქვს, უბრალოდ, ამ ეტაპზე არსებული ვითარება მეტი სამუშაოების გაშლის შესაძლებლობას არ გვაძლევს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა