თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ჩვენი უწყება შესყიდვების მიმართულებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას მიესალმება

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ განხილვაში - საკანონმდებლო თუ სხვა დონეზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა განუცხადა. მისი თქმით, უწყება ამ მიმართულებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას მიესალმება.

„დღეს თავდაცვის სამინისტრო აბსოლუტურად ღიაა. კანონი დღესდღეობით ისეთი სახით არის ჩამოყალიბებული, როგორც არის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ განხილვაში - საკანონმდებლო თუ სხვა დონეზე. ჩვენ დაგვიგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება, საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ნატო-ს ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს კანონმდებლობის სრულყოფა და საფრთხეების თავიდან არიდება. საკანონმდებლო ორგანოს და საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე ამ საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია ცალკეული უწყების მხრიდან. ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის, ჩართულობისთვის, ნატო-ს ექსპერტებთან რაც ვიმუშავეთ იმ პროდუქტების გაზიარებისთვის და თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ რაიმე ცვლილებები იყოს შეტანილი, ამას მივესალმებით“, - განაცხადა ბუთხუზმა.

ცნობისთვის, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს „გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა და საჯაროდ დღემდე არ უარყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს