ხელვაჩაურის მერის პირველი მოადგილე სოფელ ჯოჭოს მოსახლეობას შეხვდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ხალვაში შარაბიძეების თემში, მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სამნიძესთან ერთად, სოფელ ჯოჭოს მოსახლეობას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ადგილობრივებს ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე წყალმომარაგების პრობლემა შეექმნათ.

მათი ინფორმაციით, მერის პირველმა მოადგილემ მოსახლეობას განუმარტა, რომ სოფელში წყლის ოპტიმალური ხარჯვის კონტროლი მოხდება. მისი თქმით, მიმდინარე წელს სოფელ ჯოჭოში სასმელი წყლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით უკვე გამოცხადებულია ტენდერი.

როგორც მუნიციპალიტეტის ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსახლეობამ მერის პირველ მოადგილეს სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება სთხოვა. მათი ცნობით, პრობლემატური საკითხი შესაბამის სამსახურთან ერთად ადგილზევე გადაწყდა და მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა