ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის მიკროელიმინაცია სკრინინგი ჩატარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ორთაბათუმის სამედიცინო პუნქტში C ჰეპატიტის მიკროელიმინაცია სკრინინგი ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, უფასო გამოკვლევებით სოფელ წინსვლის მოსახლეობამ ისარგებლა. სკრინინგზე პირველადი ჯანდაცვის პერსონალთან ერთად ხელვაჩაურის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

მიკროელიმინაციის მიღწევის მიზნით სკრინინგი C ჰეპატიტზე სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

7 ივლისიდან, ადგილობრივ მოსახლეობას C ჰეპატიტზე სკრინინგს ორთაბათუმის სამედიცინო პუნქტში პირველადი ჯანდაცვის პერსონალი ჩაუტარებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა