ხელვაჩაურის მერი სარფში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მოადგილესთან კახა ფუტკარაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ სარფში არსებული სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეამოწმეს და კომპანიის წარმომადგენელმა გარკვეული კუთხით მითითებებიც მიიღო.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, ამჟამად სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით 102 795 ლარის ღირებულების სამუშაოებია შესრულებული.

სოფელ სარფში არსებულ წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ალსოფი“ აწარმოებს.

პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 147 141 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო 15 ივლისს დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო