“ნენსკრა ჰიდრო“ - კომპანია სტიქიით დაზარალებულ ჭუბერში დამატებით ტექნიკას გაგზავნის

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს “ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ სოფელ ჭუბერში მძიმე ტექნიკის 8 ერთეულს გაგზავნის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ტექნიკით უზრუნველყოფას საპროექტო კომპანიის სუბკონტრაქტორი - „ქართული სამშენებლო კონსურციუმი“ ახორციელებს.

კომპანიის ცნობით, ნენსკრას ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო, ჭუბერში, სადაც „ნენსკრა ჰესის“ პროექტი ხორციელდება, სოფლის ცენტრალური ნაწილი დაიტბორა, დაზიანდა გზები და ხიდები.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც არსებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას გულისხმობს, დროებით შეჩერებელი იყო, თუმცა მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სოციალური პროექტებზე.

„სამომავლოდ ხეობაში კაშხლის არსებობა შესაძლებლობას მოგვცემს, მსგავსი სტიქიური მოვლენების შემთხვევაში მდინარის კალაპოტში წყლის რაოდენობა ეფექტურად გაკონტროლდეს, რაც მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენების რისკს მაქსიმალურად შეამცირებს“, - აცხადებს სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა