ხელვაჩაურის მერიამ მყარი ნარჩენების შემკრები კონტეინერები შეიძინა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 160 ერთეული ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ურნა შეიძინა. აღნიშნულ ინფორმაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მყარი ნარჩენების შემკრები კონტეინერებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 89 000 ლარი დაიხარჯა.

მათივე ცნობით, ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების თანამშრომლებმა ურნები ტურისტულ ობიექტებთან, სარფში, მახინჯაურში, ორთაბათუმში, თხილნარში და მახოში უკვე განათავსეს.

ხელვაჩაურის 64-ვე სოფელში ურნების განთავსებას შესაბამის სამსახური ერთ კვირაში უზრუნველყოფს.

ხელვაჩაურის მერიის ცნობით, უწყებამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2017 წელს 120 ურნა შეიძინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს