ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში "თიბისი ბანკის" პროექტის „სტარტაპკურსის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„თიბისი ბანკის“ პროგრამა სტარტაპერის პროექტი “სტარტაპკურსი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, კურსი სტუდენტებისთვისს საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას ისახავდა მიზნად.

მათი ინფორმაციით, პირველი სტარტაპკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად დაინერგა. საპილოტე კურსი, მარტში დაიწყო და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდა.

დასკვნით ღონისძიებაზე სტუდენტებმა თავიანთი სტარტაპ-იდეების პრეზენტაციები წარადგინეს, რომელთაგან ჟიურიმ ორი გამარჯვებული გამოავლინა. „თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, გამარჯვებულები გერმანიაში, Idea lab-ის კონფერენციაზე გაემგზავრებიან.

„სტარტაპკურსის ფარგლებში, სტუდენტები სხვადასხვა თემატიკის სესიებს დაესწრნენ, რომლებიც სტარტაპის განვითარების სრულ ფაზას აერთიანებდა - იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე. კურსის განმავლობაში, მსმენელები შეხვდნენ წარმატებულ ადამიანებს, მათგან რჩევები მოისმინეს და სტარტაპთემის გარშემო ინსპირაციულ საუბრებს დაესწრნენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

„თიბისი ბანკის“ ცნობით, კურსს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები უძღვებოდნენ. მათ შორის: ანდრო დგებუაძე - აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი; ლევან კილაძე - Lemondu-ს და TKT.ge-ს დამფუძნებელი; ნინო ეგაძე - "თიბისი ბანკის" მარკეტინგის ხელმძღვანელი; პავლე გაბრიჭიძე - ლივინგსტონის სოციალური მედიისა და ედვერთაიზინგის განყოფილების უფროსი.

“სტარტაპერი” „თიბისი ბანკის“ პროგრამაა, რომლის მიზანია ქვეყანაში გაჩნდეს მეტი წარმატებული სტარტაპი. ერთი მხრივ, "თიბისი" ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას და ზოგადად, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას და მეორე მხრივ, ბანკი ინვესტიციას ახორციელებს მომავალში. პროგრამა სტარტაპერი „თიბისი ბანკის“ ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელსაც ქვეყანაში სტარტაპგარემოს გაუმჯობესებაში შეაქვს წვლილი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი „სილიკონ ველი თბილისის“ პირველი მაღალტექნოლოგიური ცენტრია, სადაც ბიზნესი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები ინტეგრირდება. უნივერსიტეტი აერთიანებს მრავალმილიონიან საერთაშორისო დასაქმების პლატფორმას, ბიზნესინკუბატორს, აიტი აკადემიას, მედიაცენტრს, კვლევით ცენტრს, ვირტუალური რეალობის ლაბორატორიას, გადამზადების ცენტრს. სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარების გაერთიანებით უნივერსიტეტში ხელმისაწვდომია სწავლა და კვლევა“, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო