ნათია მეზვრიშვილი NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი იყო უსაფრთხოების სფეროში საპარლამენტო ზედამხედველობასთან დაკავშირებით მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება და საქართველოს პარლამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის შედეგების მიმოხილვა.

ნათია მეზვრიშვილმა სტუმრებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები და რეფორმები გააცნო.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინიტროს პარლამენტთან ურთიერთობის შესახებ, რაც სამინიტროს მიერ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენასა და მათ ერთობლივ განხილვაში, ასევე, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებასა და საგამოძიებო კომისიების ფარგლებში სამინისტროს აქტიურ ჩართულობაში გამოიხატება.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და შესაბამის ღონისძიებებზე.

NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საპარლამეტო ზედამხედველობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით აშშ-ს გამოცდილებაზე ისაუბრეს.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება დადგენილი კრიტერიუმებისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებასა და ანგარიშვალდებულების გაზრდას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს