გიორგი ვოლსკი - ჩემ არჩევანზე როცა მიდგება საქმე, მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძეს დავუჭერდი მხარს

ჩემს არჩევანზე როცა მიდგება საქმე, მე შალვა თადუმაძეს დავუჭერდი მხარს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მთავარი პროკურორობის კანდიდატების შეფასებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, თადუმაძე იმ პოლიტიკური ჯგუფის და სკოლის წევრია, სადაც სამართლის დამკვიდრების მოთხოვნა პოლიტიკურ მიკერძოებაზე გაცილებით მაღლა დგას.

"შალვას გუნდთან გარკვეული კავშირი, რა თქმა უნდა, გააჩნია, ის მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ვიცნობ მას 2011 წლიდან როგორც პრინციპულ, სამართლის მოყვარულ და საკმაოდ ხისტ ადამიანს იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია სამართლის პრინციპების დაცვა. რაც შეეხება შალვა შავგულიძეს, მასაც ძალიან კარგი მხრიდან ვიცნობდი ყოველთვის, თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ პოზიციაზე გადავიდა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანად ჩამოყალიბდა. მესამე ადამიანს არ ვიცნობ",- განაცხადა ვოლსკიმ, თუმცა დასძინა, რომ ეს მისი პირადი პოზიციაა, გუნდი კი კონსულტაციებს გამართავს.

მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი დასახელდნენ. საპროკურორო საბჭოს მიერ კანდიდატების დასახელების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ შერჩეულმა კანდიდატებმა პირველ რიგში გასაუბრება უნდა გაიარონ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, ამის შემდეგ კი შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს