მაშველებმა მესტიაში ადიდებულ მდინარეში შესული მამაკაცი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, მესტიაში, სოფელ ბეჩოში, ადიდებულ მდინარეში შესული მამაკაცი წყლიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ამოიყვანეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრა ამ დრომდე ადიდებულია. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და ადგილობრივების დახმარებას ცდილობენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს