"თიბისი ბანკის" „თი ბოტის“ მესენჯერ აპლიკაციას ინოვაციური ფუნქცია დაემატება

„თიბისი ბანკის“ მიერ შექმნილ ჩატ ბოტ „თი ბოტს“ ინოვაციური ფუნქცია დაემატება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „თი ბოტის“ მესენჯერ აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება (თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება, ინფორმაციის მიღება დაგეგმილი ივენთების, ახლომდებარე ბანკომატებისა და ამინდის შესახებ) ახალი VOICE ფუნქცია დაემატება.

„თიბისის“ ცნობით, VOICE ფუნქციით მომხმარებელი ზემოთ ხსენებული აქტივობების შესრულებას უკვე ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნითაც შეძლებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა