ხობში საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს საწმისი“ გაიმართა

ხობში საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს საწმისი“ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, კულტურის სახლის დიდ დარბაზში მაყურებლის წინაშე საქართველოს, უკრაინის, ისრაელის, ყაზახეთის, სლოვაკეთის და ბელარუსიის ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ.

მათი ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ სიტყვით მიმართა.

„დღეს, მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები საქართველოს მეგობარი ქვეყნებიდან. მსგავსი ღონისძიებები საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავეცნოთ სხვა ქვეყნის კულტურას და ამავდროულად, პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ ქორეოგრაფიას. დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია გაგრძელდება და ხობი მომავალ წელსაც უმასპინძლებს ფესტივალს,“ - აღნიშნა მერმა.

ღონისძიებას ფესტივალის ორგანიზატორები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფესტივალი, 7 ივლისს, გალა-კონცერტით დაიხურება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა