ჭუბერში კვლავ რთული ვითარებაა - ახალი ვიდეო და ფოტომასალა სტიქიის ზონიდან

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში კვლავ რთული ვითარებაა. საქართველოს სამთავრობო უწყებები 24 საათზე მეტია სტიქიას ებრძვიან. საგანგებო რეჟიმში განაგრობს მუშაობას ჭუბერში შექმნილი საგანგებო შტაბი. ადგილზე რჩებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი და სხვა უწყებების ხელმძღვანელები.

მესტიაში სინოპტიკოსები კვლავ წვიმას ელოდებიან. შეინიშნება მდინარე ნენსკრას დონის მატებაც. დატბორილია სახლები, საკარმიდანო ნაკვეთები, მოგლეჯილია ხეები და განადგურებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხიდები.

„ინტერპრესნიუსის“ გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონაში განაგრძობს მუშაობას. გთავაზობთ ახალ ვიდეო და ფოტო მასალას, რომელიც ცოტა ხნის წინაა გადაღებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა