სოფიო კილაძე - შესაბამის სტრუქტურებს მოვუწოდებ, რომ „ნიკორაში“ შრომის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებს შესაბამისი ყურადღება მიაქციონ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, რომ კომპანია „ნიკორაში“ შრომის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე ყურადღება გაამახვილონ. როგორც კილაძე აცხადებს, „ნიკორას“ თამაშრომლების მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე პროტესტი არაერთხელ დაფიქსირებულა.

„მოვუწოდებ უფლებამოსილ სტრუქტურებს, რომ „ნიკორაში“ შრომის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებს შესაბამისი ყურადღება მიაქციონ. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ნიკორას“ თანამშრომლები შრომის უფლებების დარღვევაზე საჯაროდ პროტესტს აფიქსირებენ.

ვფიქრობ, არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებებმა, არამედ, კერძო კომპანიებმა და მითუმეტეს, ისეთმა წარმატებულებმა ქართულ ბაზარზე, როგორიც „ნიკორაა“, თანამშრომლების უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტი უნდა უჩვენონ ჩვენს საზოგადოებას.

კმაყოფილი, მოტივირებული თანამშრომელი საწინდარია ბიზნესის წარმატების. ეს გამოცდილება არსებობს განვითარებულ დასავლეთში, რაც უამრავჯერ პრაქტიკით არის დადასტურებული. მონობის ადგილი არ არის თანამედროვე საქართველოში.

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია „ნიკორას“ თანამშრომლებთან და მაქსიმალურად დავუდგებით მათ გვერდით შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმაში“, - განაცხადა კილაძემ, რომლის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, სადაც „ნიკორას“ თანამშრომლები საკუთარი შრომითი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფატებზე საუბრობენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს