საქართველოდან 4.4 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული

5 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 4.4 ათასი ტონა ატამი, რაც 3.5 ათასი ტონით (5-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (66.5%), სომხეთის რესპუბლიკაში (16.1%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (14.6%), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებში ხორციელდება.

„ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში საორგანიზაციო შტაბი ფუნქციონირებს. ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით ჯგუფია შექმნილი. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას უზრუნველყოფს,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა