ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ არცევთან 30 წლის მამაკაცი დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან, შეიარაღებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მკვიდრი, 30 წლის პაატა არაქელოვი დააკავეს. არაქელოვის დაკავება ახრისიდან რამდენიმე სოფლის მოშორებით, არცევის სიახლოვეს მოხდა.

არაქელოვი ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავების შესახებ ოჯახის წევრებმა სწორედ ცხინვალიდან შეიტყვეს.

სოფელში ამბობენ, რომ არაქელოვს შესაძლოა, გზა აებნა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. აღნიშნული პირი დაკავებული ადრეც იყო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და შესაბამის ღონისძიებებში ჩართულია როგორც შს სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა