ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტები ქობულეთის მოსახლეობისთვის უფასო აქციას გამართავენ

ქობულეთის ჰოსპიტალში, 12 ივლისს, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, კონსულტაციებსა და ინსტრუმენტულ კვლევებს, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები ჩაატარებენ.

სამედიცინო აქცია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება. ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში, უფასო კონსულტაციების მიღება შეეძლება შემდეგი მიმართულებებით: ორთოპედ-ტრავმატოლოგი- რაულ პაქსაძე; კარდიოლოგი- გიორგი ნიკოლაიშვილი; კარდიოექოსკოპია- რამაზ ღლონტი; გინეკოლოგი-ონკოლოგი- ელენე კობიაშვილი; ენდოკრინოლოგი- სალომე ღლონტი; ანგიოლოგია- იოსებ მარგალიტაძე; ნევროლოგია- მზია ბერიძე; ნეიროქირურგია - რეზო ბათნიძე; ქვედა კიდურების დოპლეროგრაფია- თამარ მიქელაძე; სახსრების ულტრაბგერითი კვლევა- მზია ბერიძე; ბავშვთა ქირურგია- გენადი ხოზრევანიძე; ოჯახის ექიმი- თამარ მხატვარი.

უფასო კონსულტაციების მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა ნომერზე: 2 55 05 05.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის