საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ წყალმომარაგების ახალი სისტემის დასამონტაჟებლად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოსახლეობის წყალმომარაგების ახალი სისტემის დასამონტაჟებლად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფელ კაკაბეთში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის

5 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ალექსი გილაშვილმა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა როსტომ ბაქრაძემ სოფელ კაკაბეთში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ახლახანს, საფუძველი ჩაეყარა წყალმომარაგების ახალი სისტემის მონტაჟს, რომლითაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

„კაკაბეთიდან დაახლოებით 12 კილომეტრის დაშორებით წლების წინ მოეწყო ჭაბურღილი, საიდანაც თვითდინებით მოდის სასმელი წყალი. სპეციალისტთა გათვლებით, წყლის დებეტი საკმაოდ ჭარბია და სრულებით დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებებს. ამავე ადგილზე, უკვე მიმდინარეობს წყალშემკრების მშენებლობა. აქედან მილსადენით წყალი უნდა მიეწოდოს სათავე ნაგებობას, რომლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. წყალშემკრების, მილსადენის და სათავე ნაგებობის მშენებლობა პროექტის პირველი ეტაპია და 2019 წლის იანვარში დასრულდება. პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება, მიზნად ისახავს შიდა საუბნო დაქსელვას, ანუ კაკაბეთში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი იქნება სასმელი წყალი, რაც მუნიციპალიტეტის მერიას საშუალებას მისცემს, მრავალი წლის მანძილზე გადაუჭრელი, უმწვავესი პრობლემა მოაგვაროს. კაკაბეთის სასმელი წყლით სრულად უზრუნველყოფა წარმოადგენს, ერთი მხრივ, გიორგი ერბოწონაშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას და მეორე მხრივ, უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტს, რაც გასული 30 წლის განმავლობაში ხსენებულ სოფელში განხორციელებულა“, - ნათქვამია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო