თამარ ხულორდავას აზრით, მმართველმა გუნდმა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას აზრით, მმართველმა გუნდმა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ამის შესახებ ხულორდავამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს განიხილავენ.

„პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხი ბევრისთვის მტკივნეული თემაა. ეს არ არის საკითხი, რომელიც განხილული უნდა იყოს როგორც ახირების საგანი, ან ის, რომ ჩვენ პირადი დისკომფორტის გამო არ გვსიამოვნებს რაღაც მანძილზე გადაადგილება. საქმე ამაში ნამდვილად არ არის. ჩვენ გვინდა ეფექტური ძლიერი პარლამენტი, რომელიც ჩართულია პოლიტიკურ დებატებში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენი ქუთაისში ყოფნა ორ კვირაში ერთხელ შესაძლებლობას არ გვაძლევს, რომ აქტიურად ვიყოთ ჩართული იმ კონფერენციებში, დისკუსიებში, შეხვედრებში, რომელიც დედაქალაქში ამ პერიოდში მიმდინარეობს. ამდენადაც არის აუცილებელი, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივიღოთ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც გასაგებია, რომ არ არის ადვილი იმის გამო, რომ ერთხელ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საკმაოდ შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურული ხარჯები იქნა გაწეული ქუთაისის პარლამენტის სასახლის მშენებლობაზე, მაგრამ ნამდვილად ღირს, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნას მიღებული და გვქონდეს შესაძლებლობა, რომ გამართულად შევასრულოთ როგორც საკანონმდებლო მუშაობის, ისე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ფუნქცია და ხელი შევუწყოთ, რომ ეს პარლამენტი ნამდვილად იქცეს პოლიტიკური დებატების ცენტრად. ეს იქნება მიღწეული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიქნებით ახლოს ყველა იმ პოლიტიკურ პროცესთან, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და ამას გაცილებით უკეთ შევძლებთ, თუ პარლამენტი დედაქალაქში იმუშავებს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ცნობისთვის, ახალი რედაქციის კონსტიტუციიდან ამოღებულია ჩანაწერი პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქ ქუთაისის განსაზღვრის შესახებ. ახალი რეგლამენტის პროექტში, პარლამენტის სასახლის ადგილსამყოფელად კვლავ მითითებულია ქალაქი ქუთაისი, რომლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის ჩატარების მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს. თუმცა როგორც მომხსენებელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რეგლამენტში ზემოაღნიშნული ჩანაწერის თაობაზე დეპუტატებში აზრთასხვადასხვაობაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო