ზუგდიდში აქცია “რუსული ოკუპაცია და საქართველოს ევროპული არჩევანი” გაიმართა

ზუგდიდში კამპანიის “ძალა ევროპაშია” ფარგლებში, აქცია “რუსული ოკუპაცია და საქართველოს ევროპული არჩევანი” გაიმართა. ის “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სამოქალაქო საბჭოს წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით ჩატარდა.

აქციაზე მისულ მოქალაქეებს იმ ფოტომასალის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ, რომელიც 1801 წლიდან 2008 წლამდე მომხდარ ფაქტებს ასახავს, რაც რუსეთ- საქართველოს ურთიერთობას მოჰყვა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, არჩილ თოდუს თქმით, დღეს ისინი აპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას და მის მხარდამჭერ პოლიტიკას.

„სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გამოფენილია რუსული ოკუპაციის ამსახველი ფოტო მასალები და ფაქტები. ამ აქციის მიზანია გავაპროტესტოთ რუსული ოკუპაცია და მოქალაქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა სარგებლობა მოაქვს ევროპას“, - განაცხადა არჩილ თოდუამ.

აქციას შეუერთდნენ მოქალაქეები, არსამთავრებო ორგანიზაციების, სხავადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა