მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე ხვალ დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ხოლო 8 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან ცნობეს.

“დღეს, უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების ქარი 9-14 მ/წმ; ჰაერის ტემპერატურა: +17, +22° იქნება.

7 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა კი ღამით +11, +13°, დღისით +22, +24° იქნება.

8 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. ღამით კი ძირითადად უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით +10, +12°, დღისით +28, +30° იქნება“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს