ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველ 15 ბავშვს დასვენება დაუფინანსა

ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველ 15 ბავშვს დასვენება დაუფინანსა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების კომისია N3 სხდომაზე შეიკრიბა და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის - პროექტი სარეაბილიტაციო ბანაკი „იმედი“ დააფინანსა.

პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებში და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი, სასუნთქი გზების ინფექციით ხშირად მოავადე თხუთმეტი ბავშვის დედასთან ერთად დაბა სურამში დასვენებასა და სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისების გაწევას გულისხმობს.

აღნიშნულ პროექტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი უკვე მესამე წელია აფინანსებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო