ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა. დღეს პროცესზე მოწმე კახი ნემსაძე დაიკითხა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა. მან ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტი გაიხსენა და განმარტა, რომ გზაზე სატრანსპორტო საშუალებები ახლო ინტერვალით მოძრაობდნენ და მოძრაობის დროს რამე დაბრკოლება არ შეუნიშნავს, ვიდრე „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა მარჯვნივ არ აიღო საჭე, რასაც მოჰყვა გზიდან გადასვლა.

ნემსაძემ ასევე განმარტა, რომ გზაზე შენიშნა ღია ფერის მანქანა, რომელმაც „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომობილთან ახლოს ჩაიარა. პროცესზე პროკურორმა მოწმის მიერ 2016 წელს მიცემული ჩვენება წაიკითხა, სადაც საუბარი არ არის ღია ფერის ავტომობილზე, რომელიც, მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ფიგურირებდა ავტოსაგზაო შემთხვევაში და რომლის მანევრირებასაც მოჰყვა ავარია. მოწმის თქმით, იმ დროისთვის პოლიციელებს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სხვა ობიექტებზე არ უკითხავთ და თავად აფექტის მდგომარეობაში ამ ფაქტზე არ უსაუბრია.

ასევე, დაიკითხნენ გამომძიებლები ავთანდილ ნიქაბაძე და დავით მაჩიტიძე. ავთანდილ ნიქაბაძის ინფორმაციით, მან კახი ნემსაძეს დაკითხვის დროს ყველა კითხვა დაუსვა, მათ შორის რომელიმე ავტომობილის მიერ ხომ არ მომხდარა მანევრირება, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო, თუმცა კითხვაზე, რატომ არ მოხვდა აღნიშნული ინფორმაცია ჩვენებაში, განმარტა, რომ უარყოფითი პასუხის გამო აღნიშნული ინფორმაცია არ დაუფიქსირებია.

მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუგზარ კვინიკაძემ შენიშვნა გამოთქვა და განაცხადა, რომ გამომძიებლის მხრიდან თუ დაისვა მსგავსი კითხვა, მაშინ ასეთი კითხვა ჩვენებაში უნდა ეწეროს. კვინიკაძის ვარაუდით, მოწმისთვის მსგავსი შეკითხვა საერთოდ არ დასმულა.

პროცესს გარდაცვლი გიორგი პაპასკირის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მედიასთან კომენტარს მერაბ კვირიკაშვილი ისევ არ აკეთებს.

მომდევნო პროცესზე საქმის ექსპერტები დაიკითხებიან. პროცესი 16 ივლისს გაგრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს