„დინამო თბილისი" სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბმა „თბილისის დინამომ“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაზასთან მშენებარე კორპუსების დემონტაჟი უნდა დაიწყოს.

„თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიებს - შპს „გიკო და კომპანიას“ და შპს „ბაუ სტარი მმს“-ს აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და დაევალათ, ამავე მიწის ნაკვეთზე უკვე განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი. თავის მხრივ, სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარ“ საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აცხადებს, რომ ბაზის მომიჯნავედ კომპანიის საკუთრებაში არსებული 16-სართულიანი მშენებარე კორპუსის დემონტაჟის დაწყების შესახებ ინფორმაცია სრული სიცრუეა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა