„თბილისის მიკროავტობუსი“ - მძღოლმა, რომელიც შსს-მ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკავა, როგორც ჩანს ავტოფარეხში ალკოჰოლზე შემოწმების შემდეგ დალია

ყველა მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც გადის ხაზზე სამუშაოდ, უტარდება ალკოჰოლური ტესტი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მიკროავტობუსის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მძღოლმა, რომელიც დიღომში მომხდარი ავარიის გამო დააკავეს, სავარაუდოდ, ავტოფარეხიდან გამოსვლის შემდეგ დალია.

„ყველა მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც გადის ხაზზე სამუშაოდ, უტარდება ალკოჰოლური ტესტი. იმ კონკრეტულ მძღოლსაც, რომელიც შსს-მ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკავა, ჩაუტარდა ალკო-ტესტი, მანქანა გადაეცა სარგებლობაში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს მძღოლი მიდიოდა ქიმწმენდაში და არა ხაზზე სამუშაოდ. ტესტის შედეგად მას ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა. როგორც ჩანს, ავტოფარეხიდან გამოსვლის შემდეგ დალია“, - განაცხადა „თბილისის მიკროავტობუსის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, დამნაშავე მძღოლს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. დავით აღმაშენებლის ხეივანში, ავტოგასამართ სადგურ "ვისოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სამი პირი ადგილზე გარდაიცვალა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება კი სამმა ადამიანმა მიიღო. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა