პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ახალი რეგლამენტის პროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს მხარი არ დაუჭირა. როგორც პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ამის მიზეზი ეთიკის კოდექსთან დაკავშირებული ჩანაწერი გახდა.

„ჯანდაცვის კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი ამ კანონპროექტს მარტო იმიტომ, რომ შიგნით იყო ეთიკის კოდექსის ხსენება. სამწუხაროდ, ჩვენმა რამდენიმე კოლეგამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. თუმცა, მისი ინფორმაციით, შემდეგ მოხდა პოზიციების შეჯერება, რაც კანონპროექტში აისახება.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი პირველი მოსმენით დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

ახალი რეგლამენტის პროექტი განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზეც. ორივე კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

პარლამენტის წევრების ინიციატივით მომზადებული პროექტი დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა წარუდგინა. ახალი რეგლამენტით პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები იცვლება, ეს მათ შორის ეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, თავად პარლამენტის სტრუქტურას, საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობასა და მოქალაქეებთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ერთ-ერთ ნოვაციას წარმოადგენს საკანონმდებლო დონეზე ოპოზიციის ტერმინის განმარტება - ოპოზიციად ჩაითვლება პარლამენტის წევრთა ჯგუფი, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის ფორმირების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების მომხრე, მანამდე, სანამ აღნიშნულ პოზიციას არ უარყოფს საჯაროდ ან წერილობით.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგლამენტის პროექტში, პარლამენტის სასახლის ადგილსამყოფელად კვლავ მითითებულია ქალაქი ქუთაისი, რომლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის ჩატარების მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა