ოთარ კახიძე - საზოგადოებას არ სჭირდება ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი ფიგურა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე

საზოგადოებას არ სჭირდება ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი ფიგურა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ წევრმა ოთარ კახიძემმთავარი პროკურორის კანდიდატურის თემაზე საუბრისას განაცხადა. კახიძე შალვა თადუმაძის კანდიდატურას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას საზოგადოების ნდობა არ ექნება.

,,ევროპულმა საქართველომ“ ხელისუფლებას შალვა შავგულიძის კანდიდატურა შესთავაზა, რომელზეც ვერც იმას იტყვიან, რომ მოქმედი ხელისუფლების ხელშია ან წინა ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. რაც შეეხება შალვა თადუმაძეს, მას, როგორც ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს და „ქართული ოცნების“ იურისტს, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ვერ ექნება საზოგადოების ნდობა. საქართველოს არ სჭირდება ივანიშვილის კონტორილებადი ფუგურა მთავარ პროკურორად’’, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი დასახელდნენ. მთავარი პროკურორობისთვის სულ 21 კანდიდატი იბრძოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ სამმა მათგანმა კანდიდატურა მოხსნა და შერჩევის ბოლო ეტაპზე მხოლოდ 18 კანდიდატურა განიხილებოდა.

შალვა თადუმაძის და ნინო გოგნიაშვილის კანდიდატურები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა, შალვა შაგვულიძის კანდიდატურა კი - „ევროპულმა საქართველომ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო