თელავის მუნიციპალიტეტის მერი საგზაო-სარემონტო სამუშაოების წარმოების პროცესს გაეცნო

თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ საგზაო-სარემონტო სამუშაოების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, თელავში ალაზნის გამზირზე არსებული, მირიან ცალქალამანიძის სახელობის საჭიდაო დარბაზის ეზოს მოწყობითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. დაიგო ასფალტის საფარი, გაკეთდა ბორდიურები, სრულდება პეტრე ბაგრატიონის ქუჩის სრული რეაბილიტაცია - შეიცვალა საკანალიზაციო ქსელი და დაიგო ასფალტის საფარი.

ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში სრულდება ასფალტის საფარის ორმოული შეკეთების სამუშაოები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა