ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო

დღეს ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო. ფონდ "ქართუს", რომელიც სამუშაოებს აფინანსებს, შენობის ნაწილი 2019 წელს უნდაჰქონდეს დასრულებული. "ქართუში" არ თვლიან, რომ სამუშაოები გაჭიანურდა, თუმცა, მოესწრება თუ არა დათქმულ ვადაში უნივერსიტეტისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამას დაზუსტებით ვერ ამბობენ.

"გეგმა ასეთია, რომ სწავლა დაიწყოს 2019 წლის სექტემბერში, თუმცა, მე არ შემიძლია ამის პირობა მოგცეთ, რადგან ეს არის ძალიან დიდი პროექტი და ამ ეტაპზე ასეთი პირობის დადება იქნება ძალიან სპონტანური. გეგმის მიხედვით, იმ დროისთვის იქ უნდა იყოს გარკვეული ინფრასტრუქტურა მოწყობილი", - განაცხადა ფონდ „ქართუს" პროგრამების ხელმძღვანელმა, ვახტანგ ცაგარელმა.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრს გაიმართა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 500 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს, რომელსაც სრულად აფინანსებს ფონდი "ქართუ".

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა