„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია იწყება

პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია იწყება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ შესახებ მოსახლეობის ინფორმირება პროექტის პირველი ეტაპია, რომელიც 9-დან 20 ივლისამდე გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა კარალეთში 9 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება.

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის პროცესი, რომელიც ოქტომბერში სრულდება, ჯამში 5 ეტაპს მოიცავს. საინფორმაციო კამპანიის შემდეგი ეტაპები ითვალისწინებს განაცხადებების შევსებას, ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხის გათვალისწინების მიზნით „სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს“ მიერ, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, პრიორიტეტული პროექტების შერჩევასა და მერისთვის გაცნობას.

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ეფექტურად განხორციელების მიზნით, მერიის წარმომადგენლებს, პროექტის კოორდინატორებსა და მობილიზატორებს უკვე ჩაუტარდათ ტრენინგი. 2019 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტს“ თვითმმართველობა 2 800 000 ლარით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 33 ადმინისტრაციული ერთეული 28 ზონად დაიყო. თითოეული ზონისთვის გათვალისწინებულია 100 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ “სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში უშუალოდ საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტები ხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე ორი წელია ახორციელებს.

გასული წლებისგან განსხვავებით, ქალაქ გორთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობაც შეძლებს მომავალ წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევას.

პროგრამის საინფორმაციო კამპანიას აფინანსებს პოლონეთის საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი და ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო