არჩილ თალაკვაძე - ახალი რეგლამენტი აძლიერებს პარლამენტს, მას საზოგადოების საჭიროებებზე და ინტერესებზე უფრო მეტად მიმართავს

ახალი რეგლამენტი აძლიერებს პარლამენტს, მას საზოგადოების საჭიროებებზე და ინტერესებზე უფრო მეტად მიმართავს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტოუმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, თამარ ჩუგოშვილთან ერთად მმართველმა გუნდმა დიდი სამუშაო გასწია, რომ ახალ რეგლამენტში ევროპული პარლამენტების საუკეთესო გამოცდილება ყოფილიყო ასახული. “ახალი რეგლამენტით პარლამენტში მკვიდრდება უფრო საქმიანი პოლიტიკა, რომელშიც თითოეული პარლამენტარის მონაწილეობა მნიშვნელოვანი და თვალსაჩინოა. ამ რეგლამენტით საქართველოს პარლამენტი შეძლებს მეტი გააკეთოს, უფრო აქტიურად განახორციელოს ზედამხედველობა და დაამუშავოს გადაწყვეტილებები. როგორც ყველა კარგ სიახლეს, შესაძლოა, ახალ რეგლამენტსაც გამოუჩნდნენ ოპონენტები, თუმცა ჩვენ მზად ვართ არგუმენტები გავუცვალოთ ყველას”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა