მეფუტკრე, რომელსაც შარშან ადიდებულმა რიონმა ფუტკრის 1014 ოჯახი ერთ ღამეში გაუნადგურა, მზადაა ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ მეფუტკრეებს ფუტკრის ოჯახები საჩუქრად გადასცეს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „თაფლი საჩინო“ თავმჯდომარე მინდია ქავთარაძე მზად არის სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულმეფუტკრეებს ფუტკრის ოჯახები საჩუქრად გადასცეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც მინდია ქავთარაძემ აღნიშნა, მისი სურვილია, რომ დაზარალებულთა დახმარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. „მე ძალიან კარგად მესმის ყველა იმ ფერმერის, რომელთაც სტიქიამ ფუტკრის ოჯახები გაუნადგურა. ასეთ დროს თანადგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავს სიტუაციაში მეც აღმოვჩნდი 2017 წელს, როდესაც აბაშაში სამომთაბაროდ გადაყვანილი 1014 ფუტკრის ოჯახი ადიდებულმა რიონმა ერთ ღამეში გამინადგურა. საქმიანობის გაგრძელება სახელმწიფოს დახმარებით შევძელი. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო დაზარალებულთა დახმარებაში, საჩუქრად გადავცე ფუტკრის ოჯახები და ვანუგეშო“, - აღნიშნა მინდია ქავთარაძემ.

2017 წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მინდია ქავთარაძემ საფუტკრე მეურნეობის აღდგენა სახელმწიფო პროგრამებში - „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“ - ჩართვით შეძლო. ფერმერს დახმარება ავსტრიის განვითარების სააგენტომაც (ADA) გაუწია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა