თბილისის დინამო“ სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარის“ ბრალდებას დოკუმენტურად პასუხობს

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარის“ მიერ დღე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლუბიდან აცნობეს, “ბაუ სტარი“„სიცრუეს“ უწოდებს საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დინამოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარედ სამშენებლო კომპანიას კუთვნილი კორპუსის მშენებლობა ეკრძალება.

„ბაუ სტარი“ დღევანდელ განცხადებაში „სიცრუეს“ უწოდებს საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დინამოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარედ სამშენებლო კომპანიას კუთვნილი კორპუსის მშენებლობა ეკრძალება და არსებული ნაგებობა დემონტაჟს ექვემდებარება. "თბილისის დინამოში" აცხადებენ, რომ სასამართლომ სამშენებლო კომპანია საფეხბურთო კლუბი „თბილისის დინამო“ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დოკუმენტურად აქვეყნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარი“ საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბაზის მომიჯნავედ კომპანიის საკუთრებაში არსებული 16-სართულიანი მშენებარე კორპუსის დემონტაჟის დაწყების შესახებ ინფორმაცია სრული სიცრუეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარიდან“ აცნობეს, მხარეებს შორის, სამეზობლო დავა საქალაქო სასამართლოში განხილვის პროცესშია.

„საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობამ გუშინ მორიგი სიცრუე გაავრცელა კომპანია „ბაუ სტარის“ წინააღმდეგ. ინფორმაცია ბაზის მომიჯნავედ კომპანიის საკუთრებაში არსებული 16-სართულიანი მშენებარე კორპუსის დემონტაჟის დაწყების შესახებ სრული სიცრუეა. კომპანია „ ბაუ სტარი“ დაუყონებლივ მოითხოვს უარყოს „დინამო თბილისმა“ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ან წარმოადგინოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია დემონტაჟის შესახებ. მხარეებს შორის, სამეზობლო დავა საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და მოსამართლეს ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია. მიუხედავათ ამისა „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობა ცდილობს ცრუ სარეკლამო განცხადებების გავრცელებით, კომპანიის იმიჯს და რეპუტაციას ჩრდილი მიაყენოს და მისი საქმიანობა შეაფერხოს.

კომპანია „ბაუ სტარს“ უკვე აშენებული აქვს პროექტით გათვალისწინებული 16 სართული, მიუხედავათ ამისა, „დინამო თბილისის“ იურისტმა სასამართლოზე, მცირე ნაგებობის შესახებ ისაუბრა, რითაც შეეცადა მოსამართლის შეცდომაში შეყვანას. ამ დროისთვის მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ფართების 80% უკვე გაყიდულია და მობინადრეების სახელზეა რეგისტრირებული“, - აღნიშნავენ კომპანია „ბაუ სტარში“.

იხილეთ გადაწყვეტილება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა