ელენე ხოშტარია - კონკეტულ ვითარებაში გადამწყვეტი არის ის, თუ რამდენად არის განწყობილი პრეზიდენტი, იყოს კანდიდატი და იბრძოლოს „ქართულ ოცნებასთან”

კონკეტულ ვითარებაში გადამწყვეტი არის ის თუ რამდენად არის განწყობილი პრეზიდენტი, იყოს კანდიდატი და იბრძოლოს „ქართულ ოცნებასთან”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმაელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “შენების“ მოძრაობის ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანება შესთავაზა.

,,არის შანსი იმის, რომ იყოს მეორე ტური, უმრავლესობამ უარი უთხრას „ქართული ოცნების” კანდიდატს და, რა თქმა უნდა, მეორე ტურში უნდა მოხდეს გაერთიანება იმ კანდიდატის გარშემო, ვინც ყველაზე მეტ საპროტესტო ხმას მიიღებს. ნებისმიერი ოპოზიციური კანდიდატი მნიშვნელოვანია, თუმცა გადამწყვეტი კონკეტულ ვითარებაში არის ის, თუ რამდენად არის განწყობილი პრეზიდენტი, იყოს კანდიდატი და იბრძოლოს ქართულ ოცნებასთან’’, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.