თურქეთის ხელისუფლებამ ოთხ ჟურნალისტს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სტამბოლის სასამართლომ ოპოზიციური გამოცემა „Zaman“-ის ოთხ ჟურნალისტს, ისლამისტი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია „ფეტოსთან“ კავშირისთვის, სხვადასხვა ვადით, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ორ ჟურნალისტს 8-8 წლით, დანარჩენ ორს კი 9 და 10,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ქვეყნის ხელისუფლებამ გამოცემა გიულენთან კავშირში დაადანაშაულა და 2016 წლის მარტში შიდა მმართველობაზე გადაიყვანა, რის შემდეგაც გაზეთიდან ჟურნალისტთა დიდი ნაწილი გაათავისუფლეს. იმავე წლის ივლისში, ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, გამოცემა საერთოდ დახურეს, მისი 20 თანამშრომელი კი დააპატიმრეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო